საქართველოს პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით, ხმოსნები ღია კენჭისყრით აირჩევენ. ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" წევრებმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
"ვენეციის კომისიის რეკომენდაცია კი არის, რომ არჩეული იყოს ღია კენჭისყრით, მაგრამა რეკომენდაცია ვალდებულება ხომ არაა?ღია კენჭისყრა არ არის კარგი ფორმა", - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა რევაზ არველაძე.
"რადგან ითქვა, რომ გავიზიარებთ ვენეციის კომისიის ყველა სამართლებრივ შენიშვნას, სასურველია გავიზიაროთ, თანაც ეს პრინციპულად შეუთანხმებელი საკითხი არ არის", - განაცხადა არველაძის პასუხად ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
საბოლოოდ პროექტში, 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ასე ჩამოყალიბდა: "საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ".
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ. კანონმდებლები დოკუმენტზე მუხლობრივად მსჯელობენ. დეპუტატებს ცვლილებების არსს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს.
კომიტეტის სხდომას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რადგან საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია.
საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური ცვლილებები პირველი მოსმენით 115 მომხრე ხმით გუშინ მიიღო. რიგგარეშე სხდომის ფორმტში საკითხზე მსჯელობა მეორე მოსმენის რეჟიმში დღეს გაგრძელდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment