როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, კვლევის შედეგებში დაფიქსირებულია, მათ შორის, ეს საკითხი, რაც სოფლისა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს ეხება.
"როდესაც სოფლის სკოლის მოსწავლეებისა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვარღვევთ ფუნდამენტურ პრინციპს თანაბარი ხემლისაწვდომობისა. სამწუხაროდ, ეს არის დაფიქსირებული კვლევის შედეგებში, რომ ქალაქის სკოლის მოსწავლეებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე სოფლის და რეგიონების სკოლის მოსწავლეებს. ცალკე რეგიონს ვერაფრით ვერ გამოვყოფ. ერთადერთი გამოვყოფდი იმ რეგიონს, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, მოსწავლეების მიღწევებზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
"მე მაინც დავიწყებდი ქვეყანაში განათლების სისტემის მოწყობით, ეროვნული სასწავლო გეგმით, რომელიც განათლების სამინისტრომ დაგეგმა და საინტერესოა, მივაღწიეთ თუ არა იმ შედეგს, რაც დაგეგმილი იყო. აღმოჩნდა, რომ მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და დაგეგმილ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის დიდი სხვაობაა", - აღნიშნა მიმინოშვილმა.
ipn.ge
რომ იცოდეთ სოფლებში ვინ ასწავლიან საბუნებისმეტყველიო საგნებს საათების შევსების მიზნით , შედეგები აღარ გაგიკვირდებოდათ. (ეს მე რომელ საგნებზეც მაქვს ინფორმაცია )
ReplyDeleteრომ იცოდეთ სოფლებში ვინ ასწავლიან საბუნებისმეტყველიო საგნებს საათების შევსების მიზნით , შედეგები აღარ გაგიკვირდებოდათ. (ეს მე რომელ საგნებზეც მაქვს ინფორმაცია )
ReplyDeleteსოფლის სკოლები განათლების მიმცემ დაწესებულებად რატომ არ წარმოუდგენიათ.ამ დროს მშვენივრად იციან ქალაქის სკოლებში რაც ხდება თუნდაც დისციპლინის მხრივ.გული მტკივა. სკოლა ისეთი დაწესებულებაა,რომელიც ქალაქისა და სოფლის ტერიტორიულობით არ უნდა ფასდებოდეს.ჩემი შვილი სოფლის სკოლაში სწავლობდა და გრანტიც აიღო და პრეზიდენტის სტიპენდიანტია წარმატებით ამთავრებს უნივერსიტეტს.
ReplyDelete