Sunday, June 18, 2017

ვინ არიან ნიჭიერი ბავშვები?

მეცნიერების თქმით, ნიჭიერებას საგულდაგულო მოვლა სჭირდება, რომ მისგან რაღაც ღირებული გამოვიდეს. მას ახლადაღმოცენებულ მცენარეს ადარებენ, რომელსაც მორწყვა, სიცხისა და სიცივისგან დაცვა უნდა, რათა ბოლოს მისი ნაყოფით დატკბობა შევძლოთ. როგორ ესმით ბავშვის ნიჭიერება ახლა? როგორ განსაზღვრავენ მას და რას უშვებიან სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს?
რატომ ხდება ისე, რომ მხოლოდ ერთეულები ხდებიან დიდი მეცნიერები? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვების უმრავლესობამ საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა შეძლოს? ამ კითხვებს უკვე არა ერთი ასეული წელი სვამენ. საზოგადოებას ჭკვიანი და ძლიერი მოქალაქეები სჭირდება, რომელთაც სარგებელი მოაქვთ და არა ისინი, ვინც უსიამოვნებასა და ზარალსაც კი იწვევენ. შესაძლებელია თუ არა ნიჭიერების კულტივაცია, თუ ეს თანდაყოლილი მახასიათებელია?
არსებობს ორი მოსაზრება
რა თქმა უნდა, მეცნიერები ორ ბანაკად გაიყვნენ:
  • პირველები თვლიან, რომ ყველა ბავშვი არის ნიჭიერი, უბრალოდ საჭიროა მისი ამოცნობა და განვითარება.
  • სხვები კი დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ ყოველი მეხუთე ბავშვია ნიჭიერი, თანაც უცნობია, შეძლებს თუ არა ის თავისი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზაციას.
და მანც, მეცნიერების უმრავლესობა იმ აზრს ემხრობა, რომ ნიჭიერება იშვიათი ფენომენია და აუცილებელია მისი ამოცნობა. სწორედ ამიტომ, ბავშვები ერთგვარ სელექციას გადიან, რომლის მთავარი მახასითებელი განსაკუთრებული ტალანტია.
სხვათაშორის, მეცნიერები ხაზს უსვამენ იმას, რომ ნიჭიერება დროებითი ცნებაა, ანუ მოცემულ ასაკში კონკრეტული ბავშვი თავის თანატოლებს რომელიმე დარგში უსწრებს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სწორად გამოიყენებს თავის უპირატესობას და სწრაფად განვითარდება, ის მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევს. ხოლო თუ თავის ნიჭიერებას მიზანმიმართულად არ გამოიყენებს, ის არაფრისმომტანი იქნება.
რა არის ნიჭიერება?
1996 წელს, როცა ფედერალური მიზნობრივი პროგრამა ,,ნიჭიერი ბავშვები“ შეიქმნა, საჭირო გახდა იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომელთა საშუალებითაც ამ ბავშვების ,,ამოცნობა“ გახდებოდა შესაძლებელი. მეცნიერები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ნიჭიერია ბავშვი, რომელიც:
  • არის ძალიან ყურადღებიანი და მზადაა დაძაბული სამუშაოსთვის;
  • აქვს შრომის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა;
  • ინტელექტუალური აქტივობა არის ძალიან პროდუქტიული.
ამგვარად, ნიჭიერება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბუნების მიერ ბოძებული ფსიქიკის მახასიათებელი, რომელიც ცხოვრების მანძილზე ვითარდება. ის კონკრეტულ ადამიანს, განსაზღვრული მიზნების მიღწევაში ეხმარება.
ნიჭიერების ტიპები
  • აკადემიური – როდესაც მოსწავლე სკოლაში ყველა საგანს შესანიშნავად სწავლობს;
  • ინტელექტუალური – როდესაც ბავშვს მაღალი IQ აქვს;
  • შემოქმედებითი – როდესაც ბავშვს შემოქმედებითი შესაძლებლობები აქვს განვითარებული, მაგაილითად ხატვის, წერის, მუსიკისა და სხვა;
  • სოციალური – როდესაც ბავშვი თანდაყოლილი ლიდერია;
  • სპორტული – როდესაც ბავშვი სპორტის ამა თუ იმ სახეობაში მაღალ შედეგს ანახებს.
ნიჭიერი ბავშვების საერთო მახასიათებლები
  • უყვართ ახალი ინფორმაციის მიღება;
  • მარტივად სწავლობენ;
  • არიან გონებამახვილები და ცნობისოყვარენი;
  • არიან ძალიან დაკვირვებულები;
  • აქვთ შესანიშნავი მეხსიერება;
  • შეუძლიათ მთლიანად ერთ საქმეზე გადაერთონ;
  • შეუძლიათ საკუთარი აზრის გასაგებად და ლოგიკურად გადმოცემა;
  • მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში მარტივად გამოიყენებენ;
  • გარე სამყაროს მარტივად აღიქვამენ;
  • ერთდროულად რამდენიმე საქმიანობით კავდებიან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება;
  • მარტივად უმკლავდებიან სხვადასხვა (მათ შორის ყოველდღიურ) პრობლემებს.
ნიჭიერი ბავშვები და სკოლა
მეცნიერები ბავშვებთან სისტემურ მიდგომას გვთავაზობენ. მისი მიხედვით თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა უნდა გამოვიყენოთ, გამოვავლინოთ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მივეხმაროთ მას გავაკეთოთ კონცენტრაცია იმაზე, რაც რეალუარად საინტერესოა.
იმისათვის, რომ ეს ინდივიდუალური მიდგომა განხორციელდეს საჭიროა შემდეგი მეთოდების გამოყენება:
  • ზოგადი ნიჭიერების შეფასება – იმის აღნიშვნა, თუ რითია ბავშვი დაკავებული და დაინტერესებული;
  • ნიჭიერების ბარათი, რომელზეც მასწავლებელი მოსწავლის ძლიერ მხარეებს აღნიშნავს;
  • ინტელექტუალური პორტრეტი – თითქმის იგივეა, რაც ბარათი, თუმცა ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს უფრო ღრმად ასახავს.
ამ ბარათების ანალიზის შემდეგ, თითოეული ბავშვისთვის განვითარების ინდივიდუალური გეგმა დგინდება და ინიშნება მისი მონაწილეობა ამა თუ იმ აქტოვობებში.
როგორ მუშაობენ ნიჭიერ ბავშვებთან სკოლებში?
ინტერესის სფეროდან გამომდინარე, ბავშვები ჯგუფებად იყოფიან და სხვადასხვა წრეებსა და კლასგარეშე გაკვეთილებს ესწრებიან. ზოგიერთ მოსწავლესთან კი შეიძლება ინდივიდუალური გაკვეთილებიც კი ჩატარდეს. ბავშვებს მიზნების დასახვასა და მათ მიღწევას, თითქოსდა გადაუჭრელი პრობლემის მოგვარებასა და დამოუკიდებლად მეცადინეობას ასწავლიან. ამ დროს კარგი მასწავლებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის მსგავსი სამუშაოთი და თავისი მოსწავლეების წარმატებით უნდა იყოს დაინტერესებული. პედაგოგი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ბავშვში ნიჭიერების განვითარებას. ხოლო თუ მასწავლებელი ამ ყველაფერს თავისი ინტერესისა და სურვილის გარეშე აკეთებს, ის არა თუ განავითარებს, არამედ ჩაახშობს ყველაფერ კარგს, რისი განვითარებაც რეალურად შეიძლებოდა.
edu.aris.ge



მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment