მედეა გვენეტაძე აცხადებს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს:
“ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. სამეურვეო საბჭომ 100 პროცენტით დამიჭირა მხარი. ახლა უკვე სამართლებრივი დავა მომიწევს და გადაწყვეტილებას ვადების ფარგლებში გავასაჩივრებ”. – აცხადებს ბათუმის პირველი სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურმა ბათუმის ნომერ პირველ სკოლაში განათლების კანონის რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინა და დირექტორის წინააღმდეგ დაფიქსირდა მოქალაქეების ზარებიც. სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორს მხარი დაუჭირა და თანმდებობაზე მაინც დატოვა. დღეს კი ცნობილი გახდა განათლების მინისტრის გადაწყვეტილება, იმის შესახებ რომ მედეა გვენეტაძე თანამდებობიდან მაინც გადააყენა.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment