Monday, June 12, 2017

თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი დღეს დაიწყო და 17 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი იღებს. 
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარსდგება.
ევროპის ჩემპიონატზე მედლები როგორც ინდივიდუალუარ, ისე გუნდურ სახეობებში - დაშნაში, ხმალსა და რაპირაში გათამაშდება.
ტურნირი  ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური პარკის სპორტკომპლექსში გაიმართება.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment