Monday, June 12, 2017

ხვალ ისნის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შუწყდება

ხვალ, ისნის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდებათ. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13 ივნისს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, დოესის, აწყურის, ძევერის, ცუცხვათის, გარე კახეთის, კობარეთის და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
გაზის მიწოდება 16:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
„მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, - ნათქვამია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაში.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment