ევროკავშირის საბჭომ, შენგენის ვიზის დიზაინის შეცვლა უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტა. ამის შესახებ საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე წერენ.
"ამჟამინდელი სავიზო სტიკერი, რომელიც მოქმედებაშია უკვე 20 წელზე მეტია, რამდენჯერმე გააყალბეს. ჩვენი მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება გვსურს", - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ ცვლილება არ შეეხება ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს, თუმცა ამ ქვეყნების მოთხოვნით, მათ მიაწოდებენ შესაბამისს ტექნიკურ ინფორმაციას, რომელიც ეხება მათ ეროვნულ სავიზო ფორმატს.
რეგალმენტი სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში დამტკიცდება, რის შემდეაცგ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
imedienws.ge
No comments:
Post a Comment