Tuesday, June 20, 2017

რუსთავში დაკარგული მოზარდი იპოვეს

რუსთავში დაკარგული 15 წლის მოზარდი მარიამ სოროზანაშვილი, რომელსაც გუშინ საღამოდან ეძებდნენ, ნაპოვნია.  ეს ფაქტი გოგოს დედამ დაადასტურა.
დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა ღამე მეგობრებთან გაატარა. გოგონა ახლა მშობლებთან ერთად პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. „ის თავს კარგად გრძნობს და დაშავებული არ არის“, - განაცხადა მარიამ სოროზანაშვილის დედამ.
15 წლის გოგოს დაკარგვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ის სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში შეწყობინება წუხელ შევიდა, რის საფუძველზეც პოლიციამ სამძებრო ღონისძიებები დაიწყო.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment