Monday, June 12, 2017

ბირჟა მაფიის წევრი მიშკა მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბირჟა მაფიის წევრი მიშკა მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან გაათaვისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 12 ივნისს მიიღო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა “Birja Mafia-ს” წევრი მიშკა მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. გირაოს თანხა 50 000 ლარია.
მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. დაცვის მხარემ გირაოს თანხა 50 000 ლარი მოითხოვა. გირაოს ამ ოდენობას დაეთანხმა პროკურორიც.
წინასწარ პატიმრობაში რჩება “ბირჟა მაფიის” მეორე წევრი გიორგი ქებურია, რომლის სასამართლო დღეს,  15 საათზეა დანიშნული.
netgazeti.ge 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment