შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში, ფონიჭალაშიორი პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიჰყიდეს. პოლიციამ მათი ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ჰეროინის შემცველი ფხვნილი ამოიღო."- ნათქვამის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment