თბილისში ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმა. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა "ფორმა N2". დაჯარიმდა 3 ბიზნესოპერატორი. დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი რეალიზაციიდან ამოღებულია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment