Tuesday, June 20, 2017

ადვოკატი და პოლიცია ნარკოტიკების საქმეზე ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ

ადვოკატი ემზარ პაქსაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეექვსე განყოფილების პოლიციელებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ კახა ბიჭაშვილს ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს. ამის შესახებ, დღეს ადვოკატმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ადვოკატი პროცესუალურ დარღვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ დაკავების რეალური ადგილი დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორია იყო, თუმცა პოლიციელებმა დაკავების ოქმში, გლდანში დაკავებულის სახლი ჩაწერეს.
ადვოკატი ამბობს, რომ ბიჭაშვილი რომელიც 17 თებერვალს დააკავეს იძულებული გახდა დანაშაული ეღიარებინა, რადგან ცოლისთვის ბრალის წაყენებით ემუქრებოდნენ, თუმცა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, ნარკოტიკის ჩადებისა და ზეწოლის შესახებ განაცხადა.
ადვოკატის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. 
„გამოძიების ფარგლებში, თბილისში მოხდა კ.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რასაც თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ჩხრეკის ოქმი კ.ბ.-მ ხელმოწერით დაადასტურა და დაკითხვის დროს და ბრალის წარდგენისას, ორივე შემთხვევაში აღიარა დანაშაული, რაც დაფიქსირებულია შესაბამის ოქმში და დადასტურებულია ბრალდებულის და მისი ადვოკატის ხელმოწერით. სამართალდამცველებმა კ.ბ. იმავე დღეს, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს, თუმცა მან გამოკვლევისთვის ბიოლოგიური მასალა არ ჩააბარა“, - წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულს შეფარდებული აქვს გირაო 15 000 ლარის ოდენობით. საქმე არსებით 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment