Tuesday, June 20, 2017

რადას სპიკერი: უკრაინაში შესაძლოა აშშ-ს სამხედრო სარეზერვო ძალები განათავსონ

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის ანდრეი პარუბიის განცხადებით, უსაფრთხოების შეთანხმება, რომელის შესაძლოა აშშ-თან გაფორმდეს, უკრაინაში ამერიკული სამხედრო სარეზერვო ძალების განთავსებას ითვალისწინებს.
„შეთანხმება სპეციალური ოპერაციის ჩატარებას, ერთობლივ სამეცნიერო-ტექნიკურ სამუშაობს და უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო რეზერვების განთავსებას ეხება,“- განაცხადა პარუბია. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Левый берег წერს.
მანამდე, აშშ-ში ვიზიტისას უკრაინის რადას სპიკერმა განაცხადა, რომ აუცილებელია ვაშინგტონთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების გაფორმება და კიევისთვის ლეტალური იარაღის გადაცემა. მისივე თქმით, ასეთი თანამშრომლობის პრაქტიკა აშშ-ს უკვე აქვს იაპონიასთან, ავსტრალიასა და ისრაელთან.
კონგრესმენმა რიკ ლარსენმა ადრე განაცხადა, რომ კონგრესმა შესაძლოა 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს უკრაინაში ლეტალური იარაღის განთავსების გამო. მაისის დასაწყისში სენატმა 2017 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 410, 456 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ პენტაგონს შეუძლია დახარჯოს 150 მილიონი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის კუთხით. 
აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდება.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment