მასწავლებლის სახლმა სქემის გზამკვლევი ვიდეოინსტრუქციები ჩაწერა.
პროფესიული განვითარების განახლებული სქემის ფარგლებში მასწავლებლის საქმიანობა პირობითად 4 სფეროდ არის დაყოფილი. პედაგოგის საქმიანობა ფასდება პროფესიული განვითარების სფეროს, სასწავლო პროცესის გაუმჯობესების, კლასგარეშე და სოციალური საქმიანობის და პროფესიული თანამშრომლობის მიხედვით.
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, უფროსი და წამყვანი მასწავლებლების დამატებითი აქტივობების შეფასების წესის შესახებ გადაღებულ ვიდეოში საუბარია პროცედურებსა და კრედიტქულების მინიჭების შესახებ.
კერძოდ, როგორ ფასდება დამატებითი აქტივობები; რა დოკუმენტაციის წარდგენა არის საჭირო შეფასების ჯგუფისათვის. ვიდეოში განხილულია დადასტურების დოკუმენტების ატვირთვის პროცესი სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, e School. ასევე რა შემთხვევებში ვერ მიენიჭებათ მასწავლებლებს კრედიტქულები დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაშიც.
ამასთან, მასწავლებლის სახლმა ცალ-ცალკე ვიდეოინსტრუქციები მოამზადა შემდეგი დამატებითი საქმიანობების შესახებ, რომელიც ფასდება შეფასების ფურცლის მიხედვით. ესაა საკლუბო მუშაობის წარმართვა; კონკურსებისთვის, ოლიმპიადებისთვის, შეჯიბრებებისთვის მოსწავლის მომზადება; საზაფხულო სკოლის მოწყობა; სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა. დამატებით საქმიანობებს შორისაა რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნაც.
EDU.ARIS.GE გთავაზობთ ამ ვიდეოინსტრუქციებს:
უფროსი და წამყვანი მასწავლებლების დამატებითი აქტივობების შეფასება
შესავალი ნაწილი – შეფასების ფურცლის საფუძველზე შესაფასებელი აქტივობები
კონკურსებისათვის და სხვა აქტივობებისთვის მოსწავლის მომზადება
რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურა
საზაფხულო სკოლების მოწყობა
საკლუბო მუშაობის წარმართვა
საწრეო მუშაობა
სასწავლო და სოციალური პროექტები
სტუდენტის ან სტუდენტების კონსულტირება
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება/შეხვედრებში მონაწილეობა
საგანმანათლებლო ბლოგის ავტორობა
სემესტრის განმავლობაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის
პრაქტიკოსი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობები/აქტივობები
ამავე თემაზე:
მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით – დოკუმენტი
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment