Sunday, June 11, 2017

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ჯონი აფაქიძე შეასრულებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების  თანახმად, სსუ-ის წესდებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რის საფუძველზეც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ჯონი აფაქიძე დანიშნა.
როგორც ცნობილია, აფაქიძეს რექტორის უფლებამოსილება მიმდინარე წლის 2017 წლის 25 მაისს ამოეწურა (იხ. ბმული წესდებაში ცვლილების შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/3689323), თუმცა, ვინაიდან რექტორის არჩევნებზე ახალი რექტორის არჩევა ვერ მოხდა, აკადემიურმა საბჭომ კანონით განსაზღვრული პროცედურები განახორციელა.
18 მაისს ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობის შემდეგ, უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის ხელახალი არჩევნები 2017 წლის 21 ივლისს გაიმართება.
edu.aris.ge 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment