Tuesday, June 13, 2017

ცნობილი ხდება რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების დეტალებ

აშშ-ს კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის დეტალები გაახმოვანა. ამის შესახებ რუსული სააგენტოები დოკუმენტზე დაყრდნობით წერენ. ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ამერიკულ კომპანიებს და კერძო პირებს აეკრძალებათ რუსული ბანკების დაკრედიტება 14 დღეზე მეტ ხანს.ამ დროისთვის ეს ვადა 90 დღეა. 30 დღემდე შეიზღუდება ასევე რუსული ენერგოკომპანიების დაფინანსების ვადები.   
სენატორები ამ კანონპროექტს ხუთშაბათს უყრიან კენჭს. ამის შემდეგ მას მხარი უნდა დაუჭიროს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი თეთრ სახლში გაიგზავენბა ხელმოსაწერად.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა სენატის მოსმენებზე რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუარესებაზე გააკეთა განცხადება. სანქციების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს რუსეთთან პრობლემები აქვს. „ჩვენი ურთიერთობა რეკორდულად დაბალ დონეზეა და კიდევ უარესდება. ჩვენი მიზანია-დიალოგის სტაბილიზირება,“- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდოვანმა.
რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ სანქციები გაფართოვდება, რომ „რუსეთი აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის დასაჯონ.“სააგენტო Associated Press წერდა, რომ ახალი სანქციები მიღებული იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, ასევე კიბერთავდასხმების, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და სირიაში მიმდინარე პროცესების გამო.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment