იუმორისტ დათო როსტომაშვილს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავს ზურგიდან ნიღბიანები დაესხნენ და ბეისბოლის ჯოხით სცემეს.
ვრცელდება ასევე ინფორმაციაც, რომ როსტომაშვილს თავს ყაჩაღობის მიზნით დაესხნენ.
შემთხვევა დღეს, ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე მოხდა. შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორეს ეძებენ. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment