რუსთავის მე-7 მიკრორაიონში მცირეწლოვანს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 7 წლის გოგომ ქუჩაზე გადაირბინა, რა დროსაც მას ,,ოპელის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფორმაციას ipn ავრცელებს.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს გამოძიება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment