ლია დეკანაძე ამერიკაში, Pork University-ში საერთაშორისო -ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა სადაც წლიური გადასახადი 22 000$ თუმცა გრანტის შედეგად მას გადასახდელი მხოლოდ 8000$ დარჩა, სწავლა 9 აგვისტოს იწყება თუმცა ამდრომდე საკმარისი თანხის არარსებობის გამო, არ იცის მოახერხებს თუ ვერა სწავლის გაგრძელებას.
ლია დეკანაძე თანხის მოლოდინშია, ასევე იმედს იტოვებს, რომ თუ საკმარისი თანხა ვერ შეაგროვა უნივერსიტეტმა მისცეს სასუალება სწავლა მომავალ წელს გააგრძელოს.
„ოცნებებს აყოლილი“ გოგონა ათი თვის მანძილზე იმყოფებოდა გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებბში, მისურის შტატში.
ლია „აიპრესთან“ ამერიკულ თავგადასავლებსა და ემოციებზე ყვება“
„ამერიკაში სასწავლებლად წასვლა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება იყო. მინდოდა ერთხელ მაინც დამედგა ფეხი თავისუფლების მიწაზე ფილმებსა და წიგნებში ასე მომხიბვლელად რომ იყო აღწერილი. შემდეგ გაცვლითი პროგრამების შესახებაც გავიგე, რაც საინტერესო იდეად მომეჩვენა.
ნუ იფიქრებთ, რომ ადვილია შეელიო შვიდმეტი წლის ცხოვრებას, რადგან ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის როგორც ფილმებში. ამერიკაში ჩასულს ყველაზე თბილი და მეგობრული ოჯახური შემხვდა, რომელიც ყოველ დღე დიდ სიყვარულს და სითბოს მჩუქნიდა. ეს ოჯახი ყველაზე ნაკლებად ჰგავდა ჩემს ოჯახს მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ერთად ცხოვრება, ერთმანეთისთვის გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. არცერთი წამით არ მიფიქრია რომ სტუმრად ვიყავი, თავს ბრაჩერების ოჯახის სრულუფლებიან წევრად მივიჩნევდი.
ამ ათი თვის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. ვისწავლე, როგორ მეცხოვრა შინაურ ცხოველებთან, რომლებიც მანამდე არასდროს მყოლია. როგორ, მივსალმებოდა ქუჩაში გამვლელებს, რომლებსაც მანამდე არ ვიცნობდი; როგორ მელაპარაკა იმ ენაზე, რომელიც ჩემი მეორე ენაც კი არ ყოფილა; როგორ მიმეღო სრულიად უცხო ადამიანები ნათესავებად; როგორ მესწავლა ახალი საგნები ახალ ენაზე; როგორ მიმეღო უცხო მასწავლებლები საკუთარ მასწავლებლებად; როგორ შემეძინა მეგობრები, როგორ მომეპოვებინა მათი ნდობა და შემდეგ როგორ შემენარჩუნებინა იგი. როგორ ამეწყო ურთიერთობა სხვადასხვა რელიგიურ, ეთნიკურ, რასულ და სხვადასხა სექსუალური ორიენტაციის მქონდე ადამიანებთან; ვისწავლე როგორ უნდა მეცადა ახალი აქტივობები, რომლებიც მანამდე არასდროს მიცდია, როგორ გამესინჯა სრულიად უცნაური საჭმელ-სასმელი; როგორ გამეგო იქაური ურთიერთობები და როგორ შემენარჩუნებინა ახლო ურთიერთობა ჩემს ქართველ მეგობრებთან. დამიჯერეთ ამდენი ემოცია, ამდენი სრულიად ახალი რაღაცა, ამდენი ახალი ადამიანი ერთდროულად არ არის ადვილი. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი...
ჩემი გაცვლითი წლის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი კულტურული გაცვლა და საერთაშორისო მეგობრების შეძენა იყო. ეს ის ადამიანები არიან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან რომ მოვიდნენ მათი ქვეყნების და კულტურის წარმოსაჩენად. მე შევიძინე საერთაშორიოსო ოჯახი, სადაც ქართულმა სიტყვამ თავისი თქვა და ქართულმა კულტურამ ღირსეული ადგილი დაიკავა.ამ ადამიანთა წყალობით ეს წელი იყო ყველაზე მრავალფეროვანი, საინტერესო და ინფორმაციული. მათი წყალობით გავეცადი დედამიწის ყველა კონტინენტის კულტურას და ცხოვრებას!
ცხოვრებაში მანამდეც ბევრჯერ მქონია საპასუხისმგებლო მოვალეობები მაგრამ ჩემი ქვეყნის ელჩობა მათ შორის ყვლაზე რთული აღმოჩნდა. კანზას სითის ეთნიკური ბალებით და ფესტივალებით დაწყებული შტატების სენატით დამთავრებული ყველგან და ყოველთვის უნდა ვყოფილიყავი საქართველოს სახე, რაც რთული მისია იყო ჩემეთვის, ვინაიდან ილაპარაკო საქართველოს და ქართველობის სახელით, სრულყოფილად წარმოაჩინო ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი დიდი საქმეა. მე ერთდროულად ვარ ამაყი რომ შევძელი პატარა ქვეყნის „დიდი“ ელჩი ვყოფილიყავი, მაგრამ ხანდახან ვშიშობ რამე მნიშვნელოვანი ხომ არ გამომრჩა, რამე არასწორად ხომ არ ვასწავლე სხვებს საქართველოს შესახებ, ნეტა თუ მივიტანე მათ გულებამდე ქართული გულის ძგერა? ნეტა ხომ არ ვთქვი ჩემს პრეზენტაციებში რამე ისეთი, რაც არ უნდა მეთქვა?
გაცვლითი მოსწავლეები ხშირად ვამბობთ რომ ეს არ ყოფილა ერთი წელი ჩვენს ცხოვრებაში, ეს იყო ცხოვრება ერთ წელიწადში. ამის თქმის უფლებას ის გამოცდილება გვაძლევს რაც, თითოეულმა ჩვენგანმა იქ ყოფნის მანძილზე დავაგროვეთ. პირადად ყოველ დღე ვიღებდი უზარმაზარ გამოცდილებას, ყოველდღე ვხვდებოდი საინტერესო ადამიანებს, რომელთა გამოცდილების მოსმენა დიდი წიგნის წაკითხვის ტოლფასია. მჯერა რომ ამ დიდ, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ამ ასაკში სხვა შემთხვევაში ვერანაირად ვერ მივიღებდი.
ბედნიერი ვარ, რომ მეც მერქვა გაცვლითი მოსწავლე, მეც მქონდა უზარმაზარი მხარდაჭერა ჩემი ოჯახისგან და მეგობრებისგან. მეც ვიღებდი უამრავ თბილ, სამოტივაციო წერილებს სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომლებსაც ჩემმა წასვლამ ბიძგი მისცა მათი ოცნებების მისაღწევად ებრძოლათ. მეც გამოვსცადე ის გაურკვეველი ბედნიერება რასაც გაცვლითი მოსწავლეობა ჰქვია, მეც ვისწავლე როგორ უნდა ჩამელაგებინა ეს დიდი გამოცდილება, ცოდნა და ათის თვის ცხოვრება ერთ ჩემოდანში. ერთ დღესაც მე ისევ ავდექი და დავტოვე იქაური ოჯახი, მეგობრები, სკოლა, სახლი, ახლობლები, რათა ისევ დავბრუნებოდი ჩემს სახლს, ჩემს მეგობრებს, ჩემს ქვეყანას. არ ვიცი სიტყვებით როგორ აგიხსნათ ეს ძალიან უცნაური და ჩახლართული გრძნობაა. ერთი კი ზუსტად ვიცი ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წელი იყო. მე ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე, დედამიწა სხვა კუთხით დავინახე და ვისწავლე ცხოვრების ყველაზე ჭეშმარიტი ღირებულებები.
სახლში დაბრუნებულს ბევრი რამ შეცვლილი დამხვდა. მეც შევიცვალე და ეს ალბათ აშკარაა ყველასთვის. ვგრძნობ რომ ის ლია ვეღარასდროს ვიქნები ერთი წლის წინ რომ ვიყავი, რადგან ჩემი გულის ნაწილი იქ, თავისუფლებისა და შესაძლებლობების მიწაზე დავტოვე. ახლა მიყვარს ადამიანები იმაზე მეტად ვიდრე ადრე, მიყვარს სხვა ქვეყნები სხვა კულტურები, მიყვარს განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული მოვლენები, მიყვარს ჩემი ქვეყანა იმაზე მეტად ვიდრე ადრე და იმაზე მეტად მაწუხებს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ვიდრე ადრე. ახლა აღარ მჯერა რომ რამ ეშეიძლება შეუძლებელი იყოს. მჯერა ჩვენი თაობა საქართველოსაც და მსოფლიოსაც უკეთეს ადგილად აქცევს.- გვიამბობს ლია დეკანაძე.
ლია დეკანაძე ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, თუმცა იმედს იტოვებს მისი ამერიკული თავგადასავლები მხოლოდ იმ ათი თვით არ დასრულდება და სწავლას კვალვ შტატებში, სასურველ უნივერსიტეტში შეძლებს და ნახევრდ ახდენილი ოცნება ბოლომდე აუხდება.
ipress.ge
„ოცნებებს აყოლილი“ გოგონა ათი თვის მანძილზე იმყოფებოდა გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებბში, მისურის შტატში.
ლია „აიპრესთან“ ამერიკულ თავგადასავლებსა და ემოციებზე ყვება“
„ამერიკაში სასწავლებლად წასვლა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება იყო. მინდოდა ერთხელ მაინც დამედგა ფეხი თავისუფლების მიწაზე ფილმებსა და წიგნებში ასე მომხიბვლელად რომ იყო აღწერილი. შემდეგ გაცვლითი პროგრამების შესახებაც გავიგე, რაც საინტერესო იდეად მომეჩვენა.
ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ეს ორი სურვილი ასე ლამაზად და ერთიანად ამიხდებოდა. და ერთ დღესაც მე გავხდი ზღაპრებს აყოლილი გოგონა, ამერიკაში რომ გაჰყვა ოცნებებს...
ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან ადვილად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში არც ასეთი იოლია ერთ დღეს ადგე და დატოვო სახლი, ოჯახი, ადგილი, სადაც დაიბადე და გაიზარდე. დატოვო მეგობრები, სკოლა, ყველა შენიანი და თავად საკუთარი სამშობლოც კი. დიახ, მე ერთ დღეს მივიღე ეს გადაწყვეტილება, გამოვემშვიდობე ყველას და სადღაც შორს, ევროპასა და ატლანტიკის იქეთ მდებარე შორეულ ამერიკაში წავედი.ნუ იფიქრებთ, რომ ადვილია შეელიო შვიდმეტი წლის ცხოვრებას, რადგან ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის როგორც ფილმებში. ამერიკაში ჩასულს ყველაზე თბილი და მეგობრული ოჯახური შემხვდა, რომელიც ყოველ დღე დიდ სიყვარულს და სითბოს მჩუქნიდა. ეს ოჯახი ყველაზე ნაკლებად ჰგავდა ჩემს ოჯახს მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ერთად ცხოვრება, ერთმანეთისთვის გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. არცერთი წამით არ მიფიქრია რომ სტუმრად ვიყავი, თავს ბრაჩერების ოჯახის სრულუფლებიან წევრად მივიჩნევდი.
ამ ათი თვის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. ვისწავლე, როგორ მეცხოვრა შინაურ ცხოველებთან, რომლებიც მანამდე არასდროს მყოლია. როგორ, მივსალმებოდა ქუჩაში გამვლელებს, რომლებსაც მანამდე არ ვიცნობდი; როგორ მელაპარაკა იმ ენაზე, რომელიც ჩემი მეორე ენაც კი არ ყოფილა; როგორ მიმეღო სრულიად უცხო ადამიანები ნათესავებად; როგორ მესწავლა ახალი საგნები ახალ ენაზე; როგორ მიმეღო უცხო მასწავლებლები საკუთარ მასწავლებლებად; როგორ შემეძინა მეგობრები, როგორ მომეპოვებინა მათი ნდობა და შემდეგ როგორ შემენარჩუნებინა იგი. როგორ ამეწყო ურთიერთობა სხვადასხვა რელიგიურ, ეთნიკურ, რასულ და სხვადასხა სექსუალური ორიენტაციის მქონდე ადამიანებთან; ვისწავლე როგორ უნდა მეცადა ახალი აქტივობები, რომლებიც მანამდე არასდროს მიცდია, როგორ გამესინჯა სრულიად უცნაური საჭმელ-სასმელი; როგორ გამეგო იქაური ურთიერთობები და როგორ შემენარჩუნებინა ახლო ურთიერთობა ჩემს ქართველ მეგობრებთან. დამიჯერეთ ამდენი ემოცია, ამდენი სრულიად ახალი რაღაცა, ამდენი ახალი ადამიანი ერთდროულად არ არის ადვილი. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი...
ჩემი გაცვლითი წლის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი კულტურული გაცვლა და საერთაშორისო მეგობრების შეძენა იყო. ეს ის ადამიანები არიან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან რომ მოვიდნენ მათი ქვეყნების და კულტურის წარმოსაჩენად. მე შევიძინე საერთაშორიოსო ოჯახი, სადაც ქართულმა სიტყვამ თავისი თქვა და ქართულმა კულტურამ ღირსეული ადგილი დაიკავა.ამ ადამიანთა წყალობით ეს წელი იყო ყველაზე მრავალფეროვანი, საინტერესო და ინფორმაციული. მათი წყალობით გავეცადი დედამიწის ყველა კონტინენტის კულტურას და ცხოვრებას!
ცხოვრებაში მანამდეც ბევრჯერ მქონია საპასუხისმგებლო მოვალეობები მაგრამ ჩემი ქვეყნის ელჩობა მათ შორის ყვლაზე რთული აღმოჩნდა. კანზას სითის ეთნიკური ბალებით და ფესტივალებით დაწყებული შტატების სენატით დამთავრებული ყველგან და ყოველთვის უნდა ვყოფილიყავი საქართველოს სახე, რაც რთული მისია იყო ჩემეთვის, ვინაიდან ილაპარაკო საქართველოს და ქართველობის სახელით, სრულყოფილად წარმოაჩინო ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი დიდი საქმეა. მე ერთდროულად ვარ ამაყი რომ შევძელი პატარა ქვეყნის „დიდი“ ელჩი ვყოფილიყავი, მაგრამ ხანდახან ვშიშობ რამე მნიშვნელოვანი ხომ არ გამომრჩა, რამე არასწორად ხომ არ ვასწავლე სხვებს საქართველოს შესახებ, ნეტა თუ მივიტანე მათ გულებამდე ქართული გულის ძგერა? ნეტა ხომ არ ვთქვი ჩემს პრეზენტაციებში რამე ისეთი, რაც არ უნდა მეთქვა?
გაცვლითი მოსწავლეები ხშირად ვამბობთ რომ ეს არ ყოფილა ერთი წელი ჩვენს ცხოვრებაში, ეს იყო ცხოვრება ერთ წელიწადში. ამის თქმის უფლებას ის გამოცდილება გვაძლევს რაც, თითოეულმა ჩვენგანმა იქ ყოფნის მანძილზე დავაგროვეთ. პირადად ყოველ დღე ვიღებდი უზარმაზარ გამოცდილებას, ყოველდღე ვხვდებოდი საინტერესო ადამიანებს, რომელთა გამოცდილების მოსმენა დიდი წიგნის წაკითხვის ტოლფასია. მჯერა რომ ამ დიდ, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ამ ასაკში სხვა შემთხვევაში ვერანაირად ვერ მივიღებდი.
ბედნიერი ვარ, რომ მეც მერქვა გაცვლითი მოსწავლე, მეც მქონდა უზარმაზარი მხარდაჭერა ჩემი ოჯახისგან და მეგობრებისგან. მეც ვიღებდი უამრავ თბილ, სამოტივაციო წერილებს სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომლებსაც ჩემმა წასვლამ ბიძგი მისცა მათი ოცნებების მისაღწევად ებრძოლათ. მეც გამოვსცადე ის გაურკვეველი ბედნიერება რასაც გაცვლითი მოსწავლეობა ჰქვია, მეც ვისწავლე როგორ უნდა ჩამელაგებინა ეს დიდი გამოცდილება, ცოდნა და ათის თვის ცხოვრება ერთ ჩემოდანში. ერთ დღესაც მე ისევ ავდექი და დავტოვე იქაური ოჯახი, მეგობრები, სკოლა, სახლი, ახლობლები, რათა ისევ დავბრუნებოდი ჩემს სახლს, ჩემს მეგობრებს, ჩემს ქვეყანას. არ ვიცი სიტყვებით როგორ აგიხსნათ ეს ძალიან უცნაური და ჩახლართული გრძნობაა. ერთი კი ზუსტად ვიცი ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წელი იყო. მე ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე, დედამიწა სხვა კუთხით დავინახე და ვისწავლე ცხოვრების ყველაზე ჭეშმარიტი ღირებულებები.
სახლში დაბრუნებულს ბევრი რამ შეცვლილი დამხვდა. მეც შევიცვალე და ეს ალბათ აშკარაა ყველასთვის. ვგრძნობ რომ ის ლია ვეღარასდროს ვიქნები ერთი წლის წინ რომ ვიყავი, რადგან ჩემი გულის ნაწილი იქ, თავისუფლებისა და შესაძლებლობების მიწაზე დავტოვე. ახლა მიყვარს ადამიანები იმაზე მეტად ვიდრე ადრე, მიყვარს სხვა ქვეყნები სხვა კულტურები, მიყვარს განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული მოვლენები, მიყვარს ჩემი ქვეყანა იმაზე მეტად ვიდრე ადრე და იმაზე მეტად მაწუხებს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ვიდრე ადრე. ახლა აღარ მჯერა რომ რამ ეშეიძლება შეუძლებელი იყოს. მჯერა ჩვენი თაობა საქართველოსაც და მსოფლიოსაც უკეთეს ადგილად აქცევს.- გვიამბობს ლია დეკანაძე.
ლია დეკანაძე ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, თუმცა იმედს იტოვებს მისი ამერიკული თავგადასავლები მხოლოდ იმ ათი თვით არ დასრულდება და სწავლას კვალვ შტატებში, სასურველ უნივერსიტეტში შეძლებს და ნახევრდ ახდენილი ოცნება ბოლომდე აუხდება.
ipress.ge
No comments:
Post a Comment