Monday, July 31, 2017

უნივერსიტეტები, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა – სიები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, უნივერსიტეტებს ავტორიზაციის ახალი კრიტერიუმებით გასასვლელად სათანადო მომზადებისთვის, ავტორიზაციის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. EDU.ARIS.GE ამის შესახებ უკვე წერდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ავტორიზაცია 29 უნივერსიტეტს ერთი წლის ვადით გაუხანგრძლივდება.
კანონპროექტი, რომელიც „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ ეკუთვნის საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენის ეტაპს გადის.
რომელია ის უნივერსიტეტები, რომელთაც კანონის ახალი მოთხოვნის შესაბამისად ახალი კრიტერიუმებით ავტორიზაციის გასავლელად დამატებით ერთი წელი ექნებათ, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-მ ინფორმაცია „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან“ მოიპოვა.
როგორც თამარ სანიკიძის უწყებიდან გვიპასუხეს, კანონის ახალ რედაქციაში იწერება, რომ „იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011-2015 წლებში, ავტორიზაციის 5 წლიანი ვადა გაუგრძელდეთ 1 წლით“. ასეთი კი მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 72 უნივერსიტეტია. მათგან 29 უმაღლეს დაწესებულებას ავტორიზაციის ვადა  2017 წელს გასდის. “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი” კი პირველ ეტაპზე სწორედ ამ 29 უნივერსიტეტს გაუხანგრძლივებს ავტორიზაციისთვის ვადას 1 წლით.
უპირველესად გთავაზობთ ამ 29 უნივერსიტეტის ჩამონათვალს, მათ ავტორიზაციის ვადა 2017 წლის აგვისტო-დეკემბერის განმავლობაში გასდით:
  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  7. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  8. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  9. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
  10. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  12. შპს-თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი;
  13. შპს – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;
  14. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  15. შპს – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  16. შპს – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  17. შპს ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი;
  18. შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
  19. შპს – საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი;
  20. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  21. შპს – ქუთაისის უნივერსიტეტი;
  22. ა(ა)იპ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  23. შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
  24. სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  25. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია;
  26. შპს – დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  27. შპს – ექვთიმე თაყაიშვილის სხაელობის სასწავლო უნივერსიტეტი;
  28. შპს – თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე”;
  29. ა(ა)იპ – საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის “საზოგადოება ცოდნა”.
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ იურიდიული დეპარტამენის უფროს ნინო ბეგიაშვილის განმარტებით, ავტორიზაციის ვადის ერთი წლით გაგრძელებას არა მხოლოდ იმ უნივერსიტეტებისთვის, რომელთაც ავტორიზაცია 2011-2012 წლებში მიიღეს, არამედ მათთვისაც ვინც ეს დოკუმენტი 2013-2015 წლებში მიიღეს, ორი მიზეზი აქვს.
„2016 წლის თებერვლიდან ავტორიზაცია გახდა 6-წლიანი. წინა წლებში იყო 5-წლიანი. ინიცირებულ კანონში ჩვენ ამ უნივერსიტეტების თანაბარ პირობებში ჩასაყენებლად ჩავწერეთ 2011-2015 წლებში ავტორიზაცია მიღებული უნივერსიტეტები. მათთაც 6–წლიანი ავტორიზაცია რომ გამოუვიდეთ და 5 წლიანი ავტორიზაცია ერთი წლით გაუგრძელდეთ. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ახალი სტანდარტებით რომ მოხდეს უნივერსიტეტების სრულფასოვანი შეფასება, ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია რაღაც ლოგიკური რაოდენობა უნივერსტეტები გადიოდეს ვტორიზაციას. მათ სრულფასოვან შეფასებას, როგორც მათი, ასევე ცენტრის რესურსი სჭირდება, სწორედ ამიტომ მოხდა მათი დალაგება წლების მიხედვით“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ის ნინო ბეგიაშვილმა.
გთავაზობთ წლების მიხედვით იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალს, რომელთაც ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. 2018 წელს ავტორიზაციის ვადა 13 უნივერსიტეტს გასდის. ყველა მათგანს ახალი კრიტერიუმებით ავტორიზაციის გასავლელად დამატებით ერთი წელი ექნებათ.
  1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
  2. სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  3. შპს – გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი;
  4. ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”;
  5. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  6. შპს – თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;
  7. შპს – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი;
  8. შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი;
  9. შპს ამერიკის ბიზნესის აკადემია;
  10. შპს უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია;
  11. შპს – ახალი უმაღლესი სასწავლებელი;
  12. ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;
  13. შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია – შBA.
2019 წელს ავტორიზაცია ვადა 15 უნივერსიტეტს გასდის. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
  1. სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  2. შპს – საქართველოს უნივერსიტეტი;
  3. შპს კავკასიის უნივერსიტეტი;
  4. შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ;
  5. შპს – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  6. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი;
  7. შპს – სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
  8. სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
  9. სსიპ ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი;
  10. სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11. შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი;
  12. შპს წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
  13. სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  14. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
  15. შპს ინტერბიზნესის აკადემია;
2020 წელსაც 15 უნივერსიტეტია, რომელთაც ავტორიზაციის მისაღებად ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
  1. შპს – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
  2. ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი;
  3. შპს “ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი”;
  4. შპს – აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი;
  5. ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია;
  6. ა(ა)იპ – წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარია;
  7. ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი;
  8. ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია;
  9. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქო გრემის სასულიერო სემინარია;
  10. ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარია;
  11. შპს სასწავლო უნივერსიტეტი ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი;
  12. შპს თბილისის საერთაშორისო აკადემია;
  13. შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი;
  14. ა(ა)იპ – ახალი საქართველოს უნივერსიტეტი;
  15. ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია.
კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციას ნაცვლად 3 კრიტერიუმისა, 7 კრიტერიუმით გაივლის.
edu.aris.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment