Thursday, July 27, 2017

Facebook-ი საქართველოში თანამშრომელს ეძებს


Facebook-ი საქართველოში თანამშრომელს ეძებს. შერჩეულმა კანდიდატმა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის ოფისში, ბაზრის სპეციალისტად, ე. წ. თემის ოპერატორის პოზიციაზე (Market Specialist Community Operations) უნდა იმუშაოს. 
„Facebook-ის მისიაა მივცეთ ხალხს ძლიერი საზოგადოების შექმნის საშუალება და მეტად დავაახლოვოთ მსოფლიო. ჩვენი სერვისებით ჩვენ ვქმნით სხვადასხვა ტიპის კომპანიებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდობით ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან; საშუალებას აძლევს ერთმანეთს გააცნონ ის, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვქმნით ახალ პროდუქტებს ან გაზრდაში ვეხმარებით მცირე კომპანიებს და ამ პროცესის გული Facebook-ზე არსებული ხალხია. ჩვენი გლობალური ჯგუფი გამუდმებით მუშაობს პრობლემების გადაჭრაზე; მუშაობს ერთობლივად, რათა ხალხს მთელ მსოფლიოში მისცეს საზოგადოების მშენებლობის შესაძლებლობა. ასე ერთობლივად, ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ ძლიერი საზოგადოების შექმნაში და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია“, — ნათქვამია გამოცხადებულ ვაკანსიაში
როგორც ვაკანსიის აღწერაშია ნათქვამი, თემის ოპერატორის ძირითადი მოვალეობა იქნება მომხმარებელთა მხარდაჭერა, პროდუქტების სიჯანსაღის გაუმჯობესება ხალხისათვის მათი გამოყენების განმარტვის გზით.  
„მას, ვინც ჩვენს გუნდს შემოუერთდება, ძალიან გაიტაცებს ხალხისათვის პრობლემების გადაჭრა, სულ მალე იქცევა Facebook-ისა და Instagram-ის საზოგადოების ძლიერ დამცველად. გვჭირდება ადამიანი, რომელიც თავის საუკეთესო გამოცდილებას შემოგვთავაზებს ჩვენი პლატფორმებისათვის“. 
„თუ ხალხის დახმარება სიამოვნებას გგვრით, მაშინ ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა. ჩვენი გუნდი ეძებს გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულ ადამიანს, მონაცემთა გააზრების ბაზრის სპეციალისტს, რომელსაც სიამოვნებას მიანიჭებს ჩვენ მომხმარებელთა საზოგადოების დახმარება, როგორც Facebook-ზე, ისე Instagram-ზე“, — ნათქვამია განცხადებაში. 
შერჩეული კანდიდატი დუბლინში, დსთ-ის ჯგუფთან ერთად იმუშავებს და განიხილავს შესაძლო შეურაცხყოფათა შემცველი კონტენტის შესახებ მოსულ რეპორტებს, გადაჭრის მომხმარებელთა ანგარიშებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე გადაწყვეტს თემატურ გლობალურ პრობლემებს. 
„ბაზრის სპეციალისტი მონაცემთა ანალიზის კულტურის ნაწილი იქნება და დაგვეხმარება პროცესების ოპტიმიზაცია-ავტომატიზაციაში, წარმოქმნილ პრობლემათა მოგვარებაში და რაც ყველაზე მთავარია, დახმარებას გაგვიწევს მათ პრევენციაში. პოზიცია სრული სამუშაო განაკვეთია“, — წერია ვაკანსიაში. 

მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს: 
• ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი ან შესაბამისი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მათემატიკას ან სამეცნიერო დისციპლინას) 
სტრატეგიული აზროვნება, ანალიტიკური და კრეატიული  პრობლემების გადაჭრის ძლიერი უნარები.  
• Facebook-ისა და Instagram-ის საზოგადოებისათვის დახმარების გაწევით სიამოვნების მიღება  
• კომუნიკაციისა და თანამშრობლობის ბრწყინვალე უნარები  
• უნდა გამოირჩეოდეს ინიციატივებით, შეეძლოს რამდენიმე დავალებასთან ერთდროულად მუშაობა როგორც სიჩქარეში, ისე ცვალებად გარემოში. 
• ტექნიკური და მონაცემებთან დაკავშირებული უნარები, პრიორიტეტი მიენიჭება Excel-ისა და SQL-ის ცოდნას.  
• სავალდებულოა ქართულისა და ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა; პლუსად ჩაითვლება რუსულის ცოდნა მაღალ დონეზე. 

დაინტერესდით? თვლით, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებთ და ეს პოზიცია სწორედ თქვენთვისაა? მაშინ ნუღარ მოიცდით, შეგიძლიათ განაცხადი ახლავე შეავსოთ. წარმატებას გისურვებთ!  
1tv.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად



👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment