ბსუ-ს ფსიქოლოგები ფსიქო-სოციალურ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ან რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს
✔ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ფსიქოლოგიის კლინიკა ფუნქციონირებს. ბსუ-ს ფსიქოლოგები ფსიქო-სოციალურ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ან რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს, შშმ და გსსმ პირებს. ➡კლინიკის ბაზაზე გახსნილია სპეციალურად აღჭურვილი ზრდასრულთა ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის ოთახები. ასევე მოქმედებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი“. 👉ფსიქოლოგიის კლინიკაში მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი პროგრამებით: ➡ABA თერაპია ➡ადრეული განვითარების ინდივიდუალური და ჯგუფური პროგრამა ➡მშობელთა გაძლიერების პროგრამა ➡ენისა და მეტყველების თერაპია. ცენტრს უკვე ჰყავს 20-მდე ბენეფიციარი. 👌კლინიკის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული ფსიქოლოგიის პროგრამის ბაკალავარიატის და მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც კლინიკის კოორდინატორისა და სპეციალისტების ხელმძღვანელობით თანამშრომლობენ ბაღებთან, სკოლებთან. უკვე ჩატარდა ტრენინგები სკოლებში შემდეგ თემებზე: „აირჩიე პროფესია“, „გარდატეხის ასაკის კრიზისი“, „როგორ დავიცვათ თავი ძალადობისგან?“. სტუდენტები კლინიკის ბაზაზე აწარმოებენ კვლევებს და მონაწილეობენ ბენეფიციართა დიაგნოსტირებასა და მოკლევადიანი მიზნების განხორციელებაში.
No comments:
Post a Comment