Monday, July 17, 2017

თათია დოლიძე: ეს არის დანაშაული და მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება

თათია დოლიძემ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით პირად Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, „ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება“.
„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, - წერს თათია დოლიძე
თათია დოლიძის მიმართ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარაზე გამოძიება არ დაწყებულა. როგორც შსს-ში  აცხადებენ, სამართალდამცველები რეაგირებას მოახდენენ, თუ აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება შევა.
„როგორც კი შემოვა პოლიციაში შეტყობინება, მყისიერად მოვახდენთ კანონით შესაბამის რეაგირებას. თუ მოქალაქე მოგვმართავს, რომ დაემუქრნენ, აუცილებლად მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს“, - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში 
დღეს „ქალთა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა და შსს-ს მოუწოდა, რომ დაიწყოს გამოძიება და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარის თაობაზე.
liberali.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment