Wednesday, July 19, 2017

ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს


ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას სენატორის ოფისი ავრცელებს. მძიმე დაავადება მაკკეინს გასულ კვირას თვალზე ჩატარებული ოპერაციის დროს აღმოუჩინეს.
საუბარია სიმსივნის მძიმე ფორმაზე. მაკკეინს მკურნალობის კურსი სხივურ თერაპიას და ქიმიოთერაპიას მოიცავს. 
როგორც არიზონას სენატორის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, 80 წლის პოლიტიკოსი სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
მაკკეინის შვილის თქმით, ექიმების დიაგნოზის გამო ოჯახის წევრები "შოკირებულები"არიან.
ჯონ მაკკეინს გასულ კვირას თვალიდან ჰემატომა ამოაჭრეს. სენატორის ავადმყოფობის გამო კონგრესში ე.წ. ობამაქეარის გაუქმების მიზნით დანიშნული კენჭისყრა გადაიდო.
ჯონ მაკკეინი ამჟამად სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 2008 წელს ის აშშ-ის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. ვეტერანი სენატორი ცნობილია თავისი ხისტი და კრიტიკული პოზიციით რუსეთის მოქმედი ხელისუფლების მიმართ.
მაკკეინის დიაგნოზს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის მოქმედი ლიდერი. დონალდ ტრამპმა სენატორი გაამხნევა და გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, მაკკეინი მებრძოლია,რომელსაც ავადმყოფობა ვერ შეაშინებს.
ანალოგიური განცხადება გააკეთა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. "ტვიტერით" გავრცელებულ განცხადებაში ობამა მოუწოდებს მაკკეინს, არ დანებდეს დაავადებას.
1tv.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment