Tuesday, July 25, 2017

იტალიაში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

იტალიაში, ქალაქ მილანში ქართველების ჯგუფი დააკავეს, რომლებიც ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. როგორც იტალიური მედია იუწყება, აღნიშნული ჯგუფის ხელმძღვანელი იტალიელი დინო გავაძენი იყო. ჯგუფი ოთხი ქართველისგან შედგებოდა. ისინი კრიმინალურ საქმიანობას პიემონტეს, ლომბარდიისა და ვალე დაოსტას პროვინციებში ეწეოდნენ. 

მილანის პოლიციამ ჯგუფის წევრები სამთვიანი გამოძიების შედეგად დააკავა. ჯგუფის დაკავება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი ბინის გაქურდვის დროს ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ. 

2017 წელს იტალიაში ბინების გაქურდვაზე 61 ადამიანი დააკავეს, აქედან 18 საქართველოს მოქალაქე. 
ipn.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment