Thursday, July 27, 2017

ერთიანი ეროვნული გამოცდები-2017 - შედეგები


გთავაზობთ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს  

ზოგადი უნარების ტესტის პირველი, მეორე და მეოთხე ვარიანტებისათვის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო 24 ქულა და მეტი;
ტესტის მესამე ვარიანტისათვის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო 21 ქულა და მეტი.
შეგახსენებთ, რომ ტესტის ერთი ვარიანტის არსებობის შემთხვევაში (მაგ.: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია.) არ გამოიყენება გათანაბრების წესი. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მიიღოს კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო მინიმალური ქულა ან მეტი.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.gov.ge; online.naec.ge
naec.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

1 comment:

  1. ტესტების პასუხები როდის დაიდება ?

    ReplyDelete