Monday, July 17, 2017

თათია დოლიძემ ხუთსაათნახევრიანი გამოკითხვის შემდგომ პოლიციის განყოფილება დატოვა

თბილისის მთავარი სამმართველოს შენობა ხუთსაათნახევრიანი გამოკითხვის შემდგომ თათია დოლიძემ დატოვა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. 

შსს-მ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დღეს დაიწყო. თათია დოლიძემ ე.წ. „ქართველთა მარშთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც მარშის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა. 

არ არის გამორიცხული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მთავარ სამმართველოში ის პირებიც დაიბარონ, რომლებიც დოლიძის მისამართით შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. ასევე უცნობია, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა თავად თათია დოლიძემ გამოძიებას. 
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment