Friday, July 28, 2017

ჰამბურგში, სუპერმარკეტში თავდასხმა მოხდა



გერმანიაში, ჰამბურგის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ადამიანებს დანით თავს დაესხნენ - იუწყება Reuters-ი.
„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. პოლიციაში ერთი გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. ამასთან, არიან დაჭრილებიც. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, არ მიუახლოვდეს შემთხვევის ადგილს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. 
მომხდართან დაკავშირებული დეტალები ზუსტდება. 
1tv.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment