Tuesday, July 25, 2017

მახინჯაურთან მაშველებმა ზღვიდან ერთი პირი გამოიყვანეს


მახინჯაურთან მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ ზღვიდან ერთი პირი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა პატრულირების დროს შენიშნეს, რომ ერთი პირი ზღვის ნაპირთან გამოსვლას ვერ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში ამბობენ, რომ პირი ნაპირიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრით იყო დაშორებული და დაღლის გამო უკან ვეღარ ბრუნდებოდა.
on.ge 

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment