Tuesday, July 18, 2017

ბიოლოგიის გამოცდას აბიტურიენტები საშუალო სირთულისად აფასებენ

დღეს აბიტურიენტემა გამოცდა ბიოლოგიაში ჩააბარეს. გამოცდაზე რეგისტრირებულთა 96%–ზე მეტი გამოცხადდა. გამოცდიდან გამოსულთა ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც დავალებები ერთულათ.
“რაც ყველაზე ძალიან მომეწონა იმას გეთყვით, სხვა საკითხები ისედაც არ დამამახსოვრდა. ქათმების სურათები იყო მოცემული და მათი მშობლების გენოლოგია უნდა გაგვეგო და დაგვეწერა. სახალისო ამოცანა იყო”,- ამბობს მარიამ კოკოზაშვილი.
“გამოცდაზე მოცემული საკითხებიდან კითხვების უმრავლესობა გენეტიკას შეეხებოდა. აბიტურიენტმა, რომელმაც იცის კარგად გენეტიკა, ვფიქრობ, რომ გამოცდის ჩაბარება არ გაუჭირდებოდა რადგან ბარიერი 19 ქულაა”, – ამბობს თიკა აბალაკი.
“მოცემული იყო ამოცანა, სადაც გვეკითხებოდნენ თუ სად ჩაედინება ნაწლავიდან გადმოსული სისიხლი. ამ კონკრეტულ ამოცანას თავი კარგად გავართვი, რადგან გამიმართლა და სწორი პასუხიც გავეცი. ნაწლავიდან წამოსული სისხლი ღვიძლში ჩაედინება”,- ამბობს ნიკა თავშავაძე.
“საშუალო სირთულის გამოცდა იყო, გენეტიკიდან იყო ამოცანები და ვფიქრობ, რომ თავი გავართვი. მგლის სურათი იყო მოცემული და კიდევ სხვადასხვა ცხოველების და გვეკითხებოდნენ, რომელი ცხოველის არარსებობის შეწყვეტა იქნებოდა მგლისთვის ცუდი?“ – ამბობს გიორგი სომხიშვილი.
„თითქმის ყველა საკითხი პროგრამული იყო, გენეტიკა და ქიმიური რაღაცები. ქრომოსომების ცხრილი იყო მოცემული და უნდა გაგვეგო სად რომელი დარღვევა იყო“, – გვითხრა მარიამ ნადირაძემ.
„დამაფიქრებელი საკითხები აშკარად იყო, ნერვიულობის გამო ბევრი ვერ დავიმახსოვრე, ერთს გავიხსენებ: ქრომოსომების ცხრილი იყო მოცემული, ასევე იყო მუტაციური დაავადება – უნდა დაგვეწერა რა დაავადება იყო, რომელი სქესის ადამიანს ჰქონდა ეს დაავადება და რომელ ფაზაში ყალიბდება“, – ამბობს თორნიკე ყურელი.
„ძალიან მალე გამოვედი გამოცდიდან, არ მეგონა ამ სირთულის საკითხები თუ მოვიდოდა. სიმართლე გითხრათ ბევრი ვერაფერი ვერ დავწერე. მოცემული იყო ყურის ნიჟარა და ეწერა რიცხვები, თითოეული ნაწილის გენეტიკა უნდა გაგვეგო და დაგვეწერა ძალიან გამიჭირდა“ – ამბობს გივი ქოქაშვილი.
„გამოცდა ისეთი რთული იყო, რომ ვეჭვობ კარგი შედეგები დაიდოს. ვნერვიულობდი და რა დავწერე არ მახსოვს. არ მინდა, რომ ქულები დამაკლდეს, რადგან გამოცდების მომზადებაში უამრავი ფული მაქვს გადაყრილი. შეჯვარებები იყო ბევრი ფერმენტები და ცილებიც“, – გვითხრა ბაჩო გუგუტიშვილმა.
ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ქიმიაში ჩააბარებენ.
edu.aris.ge


👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment