Saturday, July 22, 2017

ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა


ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მსუბუქი და „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. ავარიას ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ემსხვერპლა. ამასთან, დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.
1tv.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment