Tuesday, July 18, 2017

დონალდ ტრამპ უმცროსის რუს იურისტთან შეხვედრაზე ირაკლი კაველაძე იმყოფ

„ვინ არის ირაკლი კაველაძე, მერვე ადამიანი, რომელიც რუს ადვოკატს დონლად ტრამპ უმცროსთან ერთად შეხვდა?“ - ამ სახელწოდებით სტატიას Newsweek აქვეყნებს. 
როგორც გამოცემა იტყობინება 52 წლის კაველაძის ადვოკატმა დაადასტურა, რომ 2016 წლის ივნისში გამართულ მოლაპარაკებებს მისი კლიენტი ნამდვილად ესწრებოდა.
ორაკლი კაველაძე Crocus Group-ის ვიცე-პრეზიდენტია. აღნიშნულ კომპანიას რუსი დეველოპერი არას აგალაროვი ფლობს. სწორედ აგალაროვმა უმასპინძლა 2013 წელს დონალდ ტრამპის კუთვნილი კომპანიის მიერ რუსეთში გამართულ სილამაზის კონკურს „მის სამყაროს“.
როგორც კაველაძის ადვოკატი ამტკიცებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიასთან გამართულ მოლაპარაკებებს არას აგალაროვის თხოვნით ესწრებოდა და თარჯიმნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ვესელნიცკაიამ თარჯიმანი შეხვედრაზე თავადაც მიიყვანა.
როგორც Newsweek-თან საუბარში ირაკლი კაველაძის ადვოკატი აცხადებს, მას დაუკავშირდა ტრამპისა და რუსეთის ფარული კავშირების საქმის მთავარი გამომძიებელი რობერტ მიულერი და კაველაძის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა, რასაც იურისტი დაემორჩილა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მიულერი დონალდ ტრამპ უმცრორსისა და რუსი იურისტის შეხვედრით დაინტერესდა.
რაც შეეხება კაველაძეს, როგორც მისი ადვოკატი იტყობინება, ის აშშ-ის მოქალაქეა. 10 წელია, ფინანსურ მენეჯერად მუშაობს. სოციალურ ქსელში მისი გვერდიდან ირკვევა, რომ Crocus Group-მა ის 2004 წელს დაიქირავა, ხოლო 5 წლის შემდეგ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამჟამად, ის საინვესტიციო პროექტებს კურირებს. „ლოს ანჯელეს თაიმსის“ ცნობით, ირაკლი კაველაძე კალიფორნიაში ცხოვრობს. საინტერესოა, რომ Crocus Group-ში მისვლამდე ის იყო ერთ-ერთი იმ პირთა შორის, რომელთა წინააღმდეგაც კონგრესში გამოძიება მიმდინარეობდა. მას ნავთობკომპანიებში წილების უკანონოდ ფლობასა და ფულის გათეთრებაში სდებდნენ ბრალს.
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, კაველაძე საქართველოში დაიბადა და 1991 წელს გაემგზავრა აშშ-ში. პირველი კომპანიები მან რუსი ბროკერების დახმარებით დელავერში გახსნა. მოგვიანებით, „სითიბანკმა“ რუსი ბროკერების ანგარიშები დახურა.
„ნიუ იორკ თაიმსმა“ დონალდ ტრამპ უმცროსისა და კრემლთან დაახლოებული იურისტის შეხვედრის შესახებ პირველად 8 ივლისს დაწერა. როგორც გაირკვა, ტრამპის ვაჟი შეხვედრას მას შემდეგ დათანხმდა, რაც მას აცნობეს, რომ ნატალია ვესელნიცკაიას ჰილარი კლინტონზე კომპრომატი ჰქონდა. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა არას აგალაროვის შვილმა პოპვარკვლავმა ემინმა მოითხოვა. ორგანიზატორი იყო პრომოუტერი რობ გოლდსტოუნი. მოლაპარაკებებს ესწრებოდა დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი.
1tv.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment