Wednesday, November 1, 2017

სენაკის გალერეის სრულის რეაბილიტაციისთვის 126 080 ლარი დაიხარჯა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სენაკის გალერეის სრულის რეაბილიტაციისთვის 126 080 ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო ზემო -სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შიდა ინტერიერს, განახლდა გარე ფასადი, დამონტაჟდა სამუზეუმო განათების თანამედროვე სისტემა. 
1979 წელს აშენებული გალერეა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. გალერეის ფონდში 300-ზე მეტი ფერწერა, ქანდაკება და გრაფიკაა დაცული, მათ შორისაა გუდიაშვილის, ვარაზის, თოიძის, დუგლაძის, ლაპიაშვილის, ალექსი-მესხიშვილის და სხვათა ნამუშევრები.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment