Tuesday, November 21, 2017

2017 წლის ბიუჯეტი 305 მილიონი ლარით იზრდება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირების პროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის ბიუჯეტი 305 მილიონი ლარით იზრდება. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
ამ თანხის დამატების შემდეგ, საქართველოს ბიუჯეტი წელს 11.7 მილიარდ ლარს მიაღწევს. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, ძირითადად, დაკავშირებულია 2018 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებასთან.
ეკონომიკის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 476.5 მილიონი ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია ჯამში 106 მილიონი ლარით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 323 მილიონი ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია ჯამში 65 მილიონი ლარით.
ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 1 288 მილიონი ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 30 მილიონი ლარით.
სპორტის სამინისტროსთვის ათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 146.8 მილიონი ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 10 მილიონი ლარით.
ენერგეტიკის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 197.3 მილიონი ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 65 მილიონი ლარით.
დევნილთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 99.8 მილიონ ლარამდე, დამტკიცებულ გეგმათან შედარებით სამინისტროს ასიგნება გაზრდილია 15 მილიონი ლარით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება განისაზღვრა 115 მილიონი ლარით, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 5 მილიონი ლარით.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 4 მილიონი ლარით.
საერთო სასამართლოებისთვის განსაზღვრული ასიგნებები მცირდება 10 მილიონი ლარით. 
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 24 მილიონი ლარის ოდენობით.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment