Tuesday, November 21, 2017

30 არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას მიმართავს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
22 ნოემბერს 30-მდე ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია, მთავრობას მიმართვას გაუგზავნის. ისინი ახალგაზრდული სფეროს ეფექტიანი მართვისათვის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.
"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის მიმართულების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეერთების შედეგად ჩამოყალიბებული განახლებული გეგმები და პროგრამები აუცილებელია გაანალიზებული და შეჯერებული იყოს ახალგაზრდულ სექტორთან ერთად.
ახალგაზრდები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან:
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ 2016 წელს ჩატარებული ახალგაზრდობის კვლევის მიხედვით ახალგაზრდების 85% ფიქრობს, რომ დასაქმების კუთხით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა; ასევე, ახალგაზრდების 59% კავშირი არ აქვს არცერთ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2016 წლის მონაცემებით, შრომისუნარიან მოსახლეობაში უმუშევრობა 11,8%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 20-25 წლის ახალგაზრდებში თითქმის სამჯერ მეტია და 30%-ს აღწევს. ასევე, აღსანიშნავია, რომ უმუშევარი ახალგაზრდების მესამედს (33.2%) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება.
 გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კი 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში ახალგაზრდების მხოლოდ 11,9% იღებს მონაწილებას მოხალისეობრივ აქტივობებში და მხოლოდ 10,9%-ია ჩართული ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.
ასევე, სამწუხარო რეალობაა გამოკვეთილი გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში, რომ ფიზიკური და სპორტული აქტივობა ძალიან დაბალია 15–29 წლის ახალგაზრდებში და მხოლოდ 17,5%-ია რეგულარულად (მინიმუმ 2 საათი კვირაში) ჩართული ფიზიკურ აქტივობაში, მაშინ როდესაც ახალგაზრდა კაცების დაახლოებით 40% აცხადებს, რომ რეგულარულად ეწევა.
აქედან გამომდინარე გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაიზარდოს ახალგაზრდული საქმიანობის და ზოგადად, ახალგაზრდული სფეროს შესახებ საზოგადოების ცნობადობა, ინფორმირება და შესაბამისად - მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან",- აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, სპორტის და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტრო განათლების და კულტურის სამინისტროებს შეუერთდება
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment