Wednesday, November 1, 2017

ილია მეორე რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის საუკუნოვან იუბილეზე მიიწვიეს

 

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს ეკლესიის დელეგაცია რუსეთში მიიწვიეს. 
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი. მათივე ცნობით, მღვდელმთავრის ჩამოსვლის მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მიწვევა რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.

მეუფე ილარიონმა განაცხადა, რომ ასევე მიპატიჟებულნი არიან ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქები და სხვა საპატიო სტუმრები. კათოლოკოს-პატრიარქმა ილია II მადლობა გადაუხადა სტუმარს ჩამობრძანებისა და რუსეთის ეკლესიის სახელით მიპატიჟებისათვის.
ipn.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში



No comments:

Post a Comment