ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ კრემლის კედელთან დასაფლავებული იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა გადაიტანონ, ”რათა რუსეთის მილიონობით მცხოვრებმა თავისუფლად ამოისუნთქონ”.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ამის შესახებ რამზან კადიროვმა სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ ის, რათა მის სამშობლოში დაასაფლავონ“, - აღნიშნა კადიროვმა.
მისი თქმით, ვინაიდან საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, „ლოგიკური და სამართლიანი იქნება თუ საქართველო შესაძლებლობას მიიღებს, ის თავის ტერიტორიაზე დაასაფლავოს“.
ipn.ge
No comments:
Post a Comment