Thursday, February 8, 2018

დიდ ბრიტანეთში სამართალდამცველებმა 200 მიგრანტი გაათავისუფლეს

დიდ ბრიტანეთში, კორნოულის საგრაფოში, სამართალდამცველებმა 200 მიგრანტი გაათავისუფლეს. გაირკვა, რომ მათ ყვავილების ფერმაში მონებივით ამუშავებდნენ. მიგრანტებს შორის იყვნენ ლიტვის, რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეები.
სპეცოპერაციის მიზეზი ფერმაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული შემოწმება გახდა, რომლის დროსაც სამართალდამცველების ყურადღება იქ მომუშავე პერსონალისთვის შექმნილმა პირობებმა მიიქცია. მიგრანტების მონურ პირობებში დასაქმების ბრალდებით, ძალოვნებმა სამი მამაკაცი დააკავეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment