ეროვნული სატყეო სააგენტო, კომპანია BP-ის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში წაბლნარი ტყეების აღდგენის ღონისძიებებს გეგმავს. სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტები მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
ე.წ. „წაბლის ქერქის კიბო“ -ს დაავადება ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ღონისძიების ფარგლებში უკვე მოხდა ზესტაფონის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია. ასევე, მიმდინარეობს დაავადების შესწავლა და მუშაობა ტყის მართვის გეგმის დოკუმენტსა და ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტზე.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება. კვლევის ნაწილში, ქართველ ექსპერტებთან ერთად ავსტრიის ტყის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ჩაერთნენ.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment