აშშ-ის საფონდო ინდექსმა მიმდინარე კვირაში მეორედ იკლო. 8 თებერვლის მონაცემებით დოუჯონსის სამრეწველო ინდექსი 1033 მაჩვენებლით დაეცა, რაც მიახლოებით 4.1%-ია. 3.75%-ით დაეცა S&P, ხოლო Nasdaq-ის ინდექსმა 1 დღეში 3,9% დაკარგა.
აშშ-ის საფონდო ბირჟებზე არსებული არასტაბილური ვითარების გამო ბოლო პერიოდში მსოფლიოს 500-მა მდიდარმა ადამიანმა 114 მილიარდი დოლარი იზარალა.
აშშ-ში საფონდო ინდექსები ბოლოს 2008 წელს დაეცა ასეთი სწრაფი ტემპით, მაშინ ამის მიზეზი ბანკებისვის კონგრესის უარი იყო, რომელიც მათთვის 700 მილიარდი დოლარის გამოყოფას ივალისწინებდა.
Bloomberg-ი წერს, რომ ვარდნა აშშ-ის ეკონომიკაში მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებული შიშების გამო დაიწყო, რაც ტრამპის საგადასახადო რეფორმის გამო ეკონომიკაში უზარმაზარი თანხების შედინებას უკავშირდება.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment