ევროკავშირმა შესაძლოა, ზაფხულის დროზე უარი თქვას. ევროპარლამენტში ამ თემაზე დებატები გაიმართა. ამის შესახებ ბრიტანული Express-ი წერს.
შედეგად, საკანონმდებლო ორგანომ მოქმედი ნორმის გადახედვას მხარი დაუჭირა. ახლა გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა მიიღოს. წესის გადახედვის მომხრეები აცხადებენ, რომ ის ეკონომიკურად გაუმართლებელი და მოქალაქეებისთვის არაკომფორტულია.
ზაფხულის დრო უკვე გაუქმებულია არაერთ ქვეყანაში, მათ შორის 2005 წლიდან საქართველოში.
წელიწადში ორჯერ საათის გადაწევა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment