Wednesday, June 21, 2017

თსუ ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპის 400  საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში 301+პოზიცია დაიკავა. თსუ რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის Times Higher Education-ის მონაცემებით, 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. ევროპის 2017 წლის რანჟირებაში სულ 35 ევროპული ქვეყანა მოხვდა.

ევროპის უნივერსიტეტები მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ. ჩამონათვალს კვლავ ოქსფორდის უნივერსიტეტი ლიდერობს. მასთან ერთად ჩამონათვალში გაერთიანებული სამეფოს 90 სხვა უნივერსიტეტია. უნივერსიტეტების რაოდენობით მე-2 ადგილს გერმანია იკავებს (41 უნივერსიტეტი, მათგან უმეტესობა 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა).

2017 წლის ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში ევროპის 35 ქვეყნის უნივერსიტეტებია წარმოდგენილი (https://www.timeshighereducation.com/student/best-universities/best-universities-europe) 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე პირველი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც გასულ წელს „თაიმსის“ მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში მოხვდა.
„თაიმსის“ რანჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ რანჟირებაა, საქმიანობის 12-წლიანი გამოცდილებით. 2016-2017 წელს „თაიმსმა“ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალში თსუ 801+ ადგილს იკავებს და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან.

თსუ-მ ყველაზე დიდი შეფასება აიღო საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტში – საერთაშორისო ცნობადობა გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას; ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტი (გულისხმობს გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვას ქვეყნის მასშტაბით).

აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში საკონკურსოდ Times Higher Education -მა კვლევითი კომპონენტის შესაფასებლად  გამოიყენა უნივერსიტეტების გამოცემების რაოდენობაც.  რეიტინგში აისახა მხოლოდ ის პუბლიკაციები, რომელიც Elsevier Scopus-ის ბაზაში იძებნება.

 შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს: 

•    სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
•    კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
•    ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
•    საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
•    ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, თანამშრომლებისა და სტუდენტების რაოდენობრივ შეფარდებას,  სამეცნიერო კვლევების პროდუქტიულობას, რეფერირებად ჟურნალებში კვლევების გამოქვეყნებას, ციტირების ინდექსს და სხვა.
tsu.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment