Wednesday, June 21, 2017

ალბერტ აინშტაინის წერილი ისრაელში აუქციონზე გაიყიდა

ისრაელში გამართულ აუქციონზე ფიზიკოს ალბერტ აინშტაინის წერილი 210 ათას დოლარად გაიყიდა. წერილში აინშტაინი ღმერთისა და პოლიტიკის შესახებ მსჯელობს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
6-გვერდიანი წერილი ბეჭდურია და მასზე აინშტაინის შენიშვნები და მოსაზრებებია დატანილი. წერილი მეცნიერმა 1950-იან წლებში მის კოლეგებს დევიდ ბომსა და მაქს ბორნს მისწერა.
წერილში აინშტაინი იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების განწყობებს გერმანიაში უკანასკნელი იმპერატორის ვილჰელმ II-ის პერიოდისას ადარებს. ასევე წერს ისრაელში საცხოვრებლად გადასვლის შესახებ და ამ მოვლენის დადებით და უარყოფით მხარეებს მიმოიხილავს, ამბობს, რომ იქ ინტელექტუალური შესაძლებლობების კრიზისია.
"ისრაელი ინტელექტუალურად ცოცხალი და საინტერესოა, მაგრამ ძალიან შეზღუდული შესაძლებლობებია", - წერს აინშტაინი.
აქციონის სახლის ადმინისტრაცია ვარაუდობდა, რომ წერილი დაახლოებით 33-იდან 49 ათას დოლარამდე გაიყიდებოდა, თუმცა აუქციონზე გამართულმა ვაჭრობამ მოლოდინს ბევრად გადააჭარბა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment