თბილისში,
კოსტავას გამზირსა და ბახტრიონის ქუჩაზე მოსახლეობის სიმჭიდროვე დასაშვებ
ნორმაზე ორჯერ მეტია, - ასეთია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მონაცემები.
თბილისის
მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესში, საცხოვრებელი
განაშენიანების ნორმატიულ დასაშვებ სიმჭიდროვედ განისაზღვრა 397 მოსახლე 1
ჰექტარზე. კოსტავასა და ბახტრიონზე ეს მაჩვენებელი 1 ჰექტარზე 800 მოსახლეს
აღემატება.
ნორმატივზე
მაღალი სიმჭოდროვე ფიქსირდება დიდუბეში (671 მოსახლე 1 ჰექტარზე), ვერაზე
(578), ვარკეთილში (549), ქვემო ჩუღურეთში (484), ვაზისუბანსა და მერვე
ლეგიონში (457), ვაკესა და ბაგებში (435), ვაჟა-ფშაველას კვარტლებში (425)
და დიღმის მასივებში (421).
თბილისის
გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის თანახელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე
საზოგადოებრივთან აცხადებს, რომ ცენტრალურ უბნებში წლების განმავლობაში
მშენებლობისას კოეფიციენტების მომატება ხდებოდა. შედეგად, მოსახლეობისთვის
საცხოვრებელი გარემო უარესდება და ამ უბნებში, სავარაუდოდ, უძრავი ქონების
ფასი მალე შემცირდება.
1tv.ge
No comments:
Post a Comment