ირლანდიას, პოლიტიკური ისტორიის განმავლობაში პირველად, ყველაზე ახალგაზრდა და გეი პრემიერმინისტრი ჰყავს. პარლამენტმა დღეს 38 წლის ლეო ვარადკარის კანდიდატურას უყარა კენჭი და პრემიერმინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ამირჩიეს, რომ ვმართო. მაგრამ გპირდებით, რომ გემსახურებით!" - განაცხადა ახლადარჩეულმა პრემიერმინისტრმა.
მის კანდიდატურას პარლამენტში მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, 50-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 47-მა თავი შეიკავა.
ირლანდიის წინა პრემიერმინისტრი ენდა კენინი იყო, რომელიც 6-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment