Tuesday, June 20, 2017

შს მინისტრთან შეხვედრა დეპუტატთა ნაწილმა უკვე დატოვა

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს ხვდება.
უმრავლესობის ლიდერებმა შინაგან საქმეთა მინისტრთან რამდენიმე საკითხის შესახებ ილაპარაკეს. მათ შორისაა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმე, ბათუმის მოვლენები და საპატრულო პოლიციის რეფორმა.
"ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. რაც შეეხება მუხტარლის საქმეს საგამოძიებო კომისია იქმნება, მაშინ როცა უკმარისობის გრძნობაა გამოძიებასთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრა არ ემსახურებოდა დეტალებში წასვლას. ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ", განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატთა ნაწილმა შეხვედრა უკვე დატოვა. შს მინისტრი ამ დრომდე " ქართული ოცნების" ოფისში რჩება.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
15 ივნისს ​ე​ვროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია - „აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა“ - მიიღო. 16-პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება გატაცებადაა შეფასებული.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment