Tuesday, July 11, 2017

მაო ძედუნის ხელნაწერები აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

კომინისტური ჩინეთის პირველი ლიდერის მაო ძედუნის ხელნაწერების კოლექცია სოტბის აუქციონზე 910 000 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს. 
ხელნაწერები 1975 წლით არის დათარიღებული და ის განკუთვნილი იყო პროფესორისთვის, რომელიც მაო ძედუნს ტექსტებს ხმამაღლა უკითხავდა. სოტბის აუქციონის სახლის განცხადებით, ხელნაწერები საწყის ფასზე 10-ჯერ ძვირად გაიყიდა. 
მაო ძედუნმა ისინი სიკვდილამდე 1 წლით ადრე დაწერა, როდესაც მისი ჯანმრთელობა შესამჩნევად გაუარესდა. მას დამოუკიდებლად კითხვა აღარ შეეძლო, ამის გამო სპეციალისტის დაქირავება ბრძანა, რომელიც მას ლიტერატურას ხმამაღლა წაუკითხავდა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment