Tuesday, July 11, 2017

პასკალ მენიე - გვაქვს ამბიცია, შევქმნათ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, რომელიც ორმაგ დიპლომს გასცემს



საფრანგეთის მიზანია, საქართველოს დაეხმაროს განვითარებისკენ სწრაფვაში და ჩვენი ამბიციაა, რომ შევქმნათ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, რათა ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, რომ ქონდეთ შესაძლებლობა მსოფლიოს მასშტაბით გააგრძელონ განათლების მიღება და საქმიანობა, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ 
ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.  
როგორც პასკალ მენიემ აღნიშნა, ქართულ-ფრანგული ურთიერთობები განსაკუთრებით ძლიერია პოლიტიკური მიმართულებით.
"მინდა, აღვნიშნო ძალიან ინტენსიური და ხშირი ვიზიტები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტები საფრანგეთში. სულ ცოტა ხნის წინ პირველად ისტორიაში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ეწვია, ამ მხრივ ძალიან ინტენსიურია თანამშრომლობა. მეორე სფერო, ეს არის ეკონომიკური სფერო. ჩვენ ვცდილობთ, რომ ინვესტიციები განვახორციელოთ საქართველოში და მოვიზიდოთ ფრანგი ინვესტორები, ასევე ვცდილობ, მოვიწვიოთ ფრანგული კომპანიები საქართველოში, რათა მათ მიიღონ მონაწილეობა აქაურ ტენდერებში. მესამე მიმართულება ეს არის კულტურული,საუნივერსიტეტო მიმართულებით ჩვენ შევძელით და უკვე 30 ფრანგულ-ქართული შეთანხმება გავაფორმეთ. ახლა გვაქვს ამბიცია, შევქმნათ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, რომელიც ორმაგ დიპლომს გასცემს. რომელიც გაცემული იქნება საქართველოში და მოქმედი იქნება საფრანგეთში, მას აღიარებს საფრანგეთიც და ვისაც ექნება შესაძლებლობა გააგრძელებს სწავლას", - განაცხადა ელჩმა. 
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment