მცხეთაში მატარებელი ასაკოვან ქალს დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
kvira.ge
No comments:
Post a Comment