Wednesday, November 1, 2017

ლაითქოინი - კრიპტოვალუტა, რომლის ფასი წელს 1400%-ით გაიზარდა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ლაითქოინის ღირებულება მიმდინარე წელს 1400%-ით გაიზარდა. სექტემბრის დასაწყისში მისმა ღირებულებამ რეკორდულ ზღვარს, $64.2-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 1 ლაითქოინი იანვარში სულ რაღაც $4.33 ღირდა.
Coinmarketcap.com-ის მიხედვით, ლაითქოინის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.28 მილიარდს აღწევს - მოცულობის სიდიდით ლაითქოინი მხოლოდ რიფლს, ბიტკოინ ქეშს, ითერიუმსა და ბიტკოინს ჩამორჩება.
ბიტკოინის მსგავსად, ლაითქოინი ბლოკჩეინ პლატფორმაზე მუშაობს. მისი შემქმნელის, ჩარლი ლის განცხადებით, ბიტკოინისგან განსხვავებით, ლაითქოინი გადახდებში მთავარ ფაქტორად იქცევა, ხოლო ბიტკოინის მთავარი დანიშნულება ფულის შენახვა იქნება.
„ბიტკოინს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და დაცული ქსელი ექნება,“ - აღნიშნა ლიმ.
ჩარლი ლი ბიტკოინს ოქროს, ხოლო ლაითქოინს კი ვერცხლს ადარებს. „აღნიშნული ანალოგიით მინდა მიგანიშნოთ, რომ ერთ დროს ოქრო და ვერცხლი, როგორც ფული, ისე გამოიყენებოდა. თუმცა ოქროს ძირითადად ფულის საიმედოდ შენახვის დატვირთვა ჰქონდა, ხოლო ვერცხლის მონეტები კი გადახდის მეთოდად გამოიყენებოდა,“ - განმარტა ლიმ.

No comments:

Post a Comment